FinEdu ანა ბოკუჩავა
მე ვარ ფინედუს დესპანი მასწავლებელი!დღეს ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში კერძო სკოლა პელაგონის VII კლასის მოსწავლეებთან ჩავატარე ფინედუს ინტერაქტიული გაკვეთილი ფულის მართვისა და ფინანსური უსაფრთხოების თემაზე. FinEdu – ფინედუ ფინედუს მიერ ორგანიზებული ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩავატარე საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი 💰გაკვეთილზე მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოში ფულის ისტორიის შესახებ— გავეცანით „კოლხური თეთრის“ წარმოშობასა და მნიშვნელობას, განვიხილეთ ფინანსური ტერმინები და ასევე ის, თუ როგორ ვითარდებოდა ფულადი სისტემა ჩვენს ქვეყანაში.პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკულადაც გაამყარეს — აქტიურად ჩაერთნენ განხილვებში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და უკეთ გააცნობიერეს ფინანსური განათლების მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე ითამაშეს ფინანსური ტერმინების მეშვეობით შედგენილი თამაში “ფინანსური ასოციაციობანა”.მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის ჩამოყალიბებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგი უნარების გაძლიერებას.#ფინედუსდესპანი #ისაუბრეფულზე #smartmoneytalks#GlobalMoneyWeek2026 #GMW2026







