სასწავლო შემეცნებითი ესკურსია ია ნაჭყებია
🩵დავგეგმეთ კიდევ ერთი საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსია ჩვენს მე-7 კლასთან ერთად. დღე სავსე იყო ახალი აღმოჩენებით, დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
ვესტუმრეთ ბათუმის ღირსშესანიშნაობებს, დავათვალიერეთ ანბანის კოშკი, მოვინახულეთ პეტრას ციხე, საბაგიროდან ვიხილეთ ქალაქისა და ზღვის ულამაზესი ხედები, ბულვარზე გავისეირნეთ და გემით ზღვის სილამაზით დავტკბით. ასევე მოვინახულეთ ციფრული მუზეუმის სივრცე და გავეცანით მის თანამედროვე და გამორჩეულ გარემოს. განსაკუთრებული სიხარული კი დელფინარიუმის შოუმ გვაჩუქა, რომელმაც თითოეულ ჩვენგანში უამრავი დადებითი ემოცია დატოვა.
ექსკურსია მხოლოდ დასვენება არ არის — ეს არის ერთად გატარებული დრო, ახალი გამოცდილება, ურთიერთობების გაღრმავება და მოგონებები, რომლებიც დიდხანს დარჩება ჩვენს გულებში.
მადლობა ჩემს მოსწავლეებს აქტიურობისთვის, პასუხისმგებლობისთვის და იმ სასიამოვნო განწყობისთვის, რომელმაც ეს დღე განსაკუთრებულად ლამაზი და დასამახსოვრებელი გახადა.🩵







