ღია გაკვეთილი — „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“. ია ნაჭყებია
🐜🐜დღეს ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე — „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“. გაკვეთილი იყო მრავალფეროვანი, საინტერესო და მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობაზე ორიენტირებული.მოსწავლეებმა დიდი ხალისითა და ინტერესით მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში. ჩატარდა როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობები, რომლებმაც ხელი შეუწყო თანამშრომლობითი უნარების, აზროვნებისა და საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის განვითარებას.განსაკუთრებით სახალისო და ემოციური აღმოჩნდა როლური თამაში — მოსწავლეებმა მოირგეს პერსონაჟების როლები და საინტერესოდ გააცოცხლეს ტექსტი. აქტივობების მეშვეობით მათ უკეთ გააანალიზეს ნაწარმოების მთავარი სათქმელი, შრომის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.გაკვეთილის დასასრულს ყველამ ერთად შევასრულეთ სიმღერა კინოფილმიდან „ჭრიჭინა“, რამაც კიდევ უფრო თბილი და სასიამოვნო განწყობა შექმნა.🧡






























