მწვანე ჯეჯილი ია ნაჭყებია
💚მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სააღდგომო ჯეჯილის დათესვაში. ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ერთად ვუვლიდით, თუ როგორ იზრდებოდა იგი ყოველდღიურად. ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ქვიშაზე დათესვის პროცესი, რაც მათთვის ახალი და სახალისო გამოცდილება აღმოჩნდა.🌱🌱🌱მწვანე ჯეჯილი ახალი სიცოცხლის, აღორძინებისა და მარადიულობის სიმბოლოა 🌱🌱🌱








