აქტივობა :ძაღლი ადამიანის მეგობარი ანა ბოკუჩავა
კლასი: VIIIსაგანი: მოქალაქეობა🔹️თემა: ძაღლი, როგორც ადამიანის ერთგული მეგობარი და მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარება.🔸️დღეს კლასში ძალიან საინტერესო და აქტიური დისკუსია გავმართეთ მიუსაფარი ძაღლების თემაზე 🐾 🔹️დისკუსიას ჰყავდა მედიატორი, რომელიც შესაბამის სადისკუსიო დროს უთმობდა გუნდების წევრებს და აძლევდა მათ გარკვეულ მითითებებს.🔸️მოსწავლეები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ერთმა ნაწილმა იმსჯელა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თავშესაფრების არსებობა, მათ ისაუბრეს ცხოველებზე ზრუნვის, უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ჰუმანური დამოკიდებულების მნიშვნელობაზე. 🔹️მეორე ჯგუფმა კი წარმოადგინა არგუმენტები, თუ რატომ შეიძლება ძაღლების ქუჩაში ყოფნა გარკვეულ პირობებში მისაღები იყოს — ყურადღება გაამახვილეს ბუნებრივ გარემოზე, თავისუფლებასა და ადამიანების პასუხისმგებლობაზე.🔸️დისკუსია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა: მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი აზრების გამოთქმა, ერთმანეთის მოსმენა და განსხვავებული პოზიციების პატივისცემა.🔹️🔸️ასეთი აქტივობები ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია როგორც ადამიანების, ისე ცხოველების მიმართ პასუხისმგებლობა ❤️Anamaria Gogokhia Etiko Comaia Cotne Adamia @Максим Контуев ნინო ქათამაძე Nia Shelia Valentina Archaia Gio Gio Daviti Inalishvili
















