სტუმარი ეკა კარტოზია
ამ დღეებში შპს სენაკის კერძო სკოლა ,, პელაგონის ,, მაღალი კლასის მოსწავლეებმა დიდი სიხარულითა და პატივისცემით მიიღეს სტუმრად მეცნიერული კომფერენციის ,, შეიმეცნე სამშობლო შენი საქართველოს ,, დამფუძვნებელი , ისტორიკოსი, არქეოლოგი, ფაზისის აკადემიის სწავლული მდივანი ქალბატონი Eka Kartozia ეკა კარტოზია. შეხვედრა ერთმანეთის გაცნობასა და შემეცნებით ხასიათს ატარებდა, რომელმაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა… ქალბატონ ეკას ძალზედ მნიშვნელოვანმა ლექციამ ბევრ მოსწავლეს გაუჩინა სურვილი ჩართულიყო სამეცნიერო კვლევა-კომფერენციებში, რომელებიც დასკვნით შეხვედრისას დაჯილდოვდებიან სერთიფიკატით…ყოველ ონლაინ შეხვედრაზე ლექციებს კითხულობენ ცნობილი მეცნიერები, სხვადასხვა ინსტიტუტების ლექტორები და განიხილება მოსწავლეებისათვის მისაწვდომი საკითხები რომელიც ეხება ისტორიულ- არქეოლოგიურ , მათემატიკურ მიღწევებს და უამრავ სხვა საინტერესო საკითხებს, რომელშიც ჩართულნი არიან რვა ქვეყნის მოსწავლე ახალგაზრდები…გასახარია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ღირსეულად ღებულობენ მონაწილეობას დებატეპში…მაისის თვეში ჩატარდება დიდი ონლაინ კომფერენცია სადაც მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ დამუშავებულ თემებს…შემდეგ კი დათქმულ დროს საინტერესო ექსკურსია ელით, რაც მიზნად ისახავს უკეთ შეიცნონ საკუთარი სამშობლო და გაეცნონ ისტორიულ ადგილებს…უღრმესი მადლობა ქალბატონ ეკას ამ შესაძლებლობისთვის.




