სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ლაშა სახურია
მიმდინარე სასწავლო წლის ფარგლებში ჩვენი სკოლის მე-10-11 კლასელებისთვის მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ბათუმში. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ.ექსკურსიის მონაწილეებმა მოინახულეს ბათუმის ბულვარი, „ალი და ნინოს“ მოძრავი ქანდაკება, ევროპის მოედანი, ანბანის კოშკი, გონიოს ციხე, ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე და მწვანე კონცხი.მოსწავლეებმა მიიღეს ახალი ცოდნა, გაიღრმავეს წარმოდგენა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე და სასიამოვნოდ გაატარეს დრო.












