ანა ბოკუჩავა
კლასი: VIII
საგანი: მოქალაქეობა
პროექტის არსი: კლასი დაიყო გუნდებად, მათ დაევალათ შემოთავაზებული ვარიანტებიდან აერჩიათ მათთვის სასურველი პროექტის იდეა და მოემზადებინათ პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოამზადეს შემდეგ საკითხებზე: ქალთა უფლებები და სოციალურად გაჭირვებული ადამიანები.
მათ ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა ეპოქაში ქალთა უფლებების შეზღუდვაზე და პარალელი გაავლეს დღევანდელობასთან რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე.
ასევე, დაასახელეს ხელშემწყობი ფაქტორები იმ ადამიანების დახმარებასთან დაკავშირებით, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას.
გარდა ინფორმაციის გადმოცემისა, ბავშვებმა შექმნეს შესაბამისი სამოტივაციო პლაკატებიც.








