ანა ბოკუჩავაგამოაქვეყნა პოსტი აქ:კერძო სკოლა შპს პელაგონი
23 მარტი ·
კლასი: IX
საგანი: ისტორია
თემა: რეპრესირებული ქართველები
მოსწავლეებმა შეისწავლეს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდი, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ 1937 წლის რეპრესიებზე, რომელსაც უამრავი ქართველი ემსხვერპლა.
ქართულ ინტელიგენციასა და განათლებულ ახალგაზრდობას განსაკუთრებით ებრძოდა საბჭოთა რეჟიმი, რადგან სწორედ მათი ეშინოდა, ისინი იყვნენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ძალა, რომელიც საყვარელი სამშობლოს ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებდა.
მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს ის ადამიანები, რომლებიც ბოროტებასთან ბრძოლას შეეწირნენ, მათ შორის იყვნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პავლე ინგოროყვა, პაოლო იაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ევგენი მიქელაძე, მიხეილ კახიანი, დიმიტრი შევარდნაძე, ბუდუ მდივანი და სხვები.






















