,,ციფრული უნარების სახელოსნო”
კერძო სკოლა პელაგონის ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი ანა ბოკუჩავა ,როგორც აქტიური და პროექტებში ჩართული მასწავლებელი, საქართველოს მასშტაბით გამოარჩიეს რამდენიმე კოლეგასთან ერთად და მიიწვიეს სამდღიან ტრენინგზე ქუთაისში სახელწოდებით „ციფრული უნარების სახელოსნო“. ტრენინგის ფარგლებში მას ჰქონდა შესაძლებლობა, თან წაეყვანა სკოლიდან ერთი მოსწავლე, რადგან დაინტერესება რამდენიმე მოსწავლემ გამოხატა, მან ჩაატარა ფარული შერჩევა – მონაწილეებს დაავალა, დაეწერათ სამოტივაციო წერილი, რის საფუძველზეც შეარჩია შესაბამისი კანდიდატი Megi Rogava ტრენინგის თემა იყო თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების, მათ შორის Google Forms, Google Sheets, Canva და Kahoot მუშაობის შესწავლა, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლებისა და მოსწავლეების უნარების გაძლიერებასა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას სასწავლო პროცესში.





