მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია
2025 წლის 28 დეკემბერს, მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს აქტიური წევრის, დარეჯან ფაჩულიას ინიციატივით და ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის აშშ მოღვაწე პედაგოგის რუსუდან გალდავას ორგანიზებით კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა .მოსწავლეთა და მასწავლებელთა ონლაინ Zoom შეხვედრამ, კვლავ წარმოაჩინა საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლების ძალა.
შპს სენაკის კერძო სკოლა „პელაგონის“ მოსწავლეებმა
ეთიკო ცომაიამ, ანდრია ბესელიამ, დემეტრე შამათავამ, ანდრია ლაშქარავამ, ნინო ქათამაძემ, ანასტასია არჩაიამ, პეტრე ტორჩინავამ და ანამარია გოგოხიამ
საკუთარი თვალით დანახული და გულით განცდილი სიტყვებით ისაუბრეს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეზე — სამეგრელოზე, მის უნიკალურ ბუნებაზე, მდიდარ ისტორიაზე, ტრადიციებსა და მეგრელი ხალხის თვითმყოფად კულტურაზე.
შეკრებილებს შობა-ახალი წელი მიულოცეს ნიუ იორკის ქართული კულტურის ცენტრ ,, ფესვების” მოსწავლეებმა: მირიან და მაია საბაშვილებმა,
გიორგი, საბა და ბარბარე ფილაურებმა,
თამარ სუქნიძემ,ალექსანდრე თოდუამ
ელენე წულაიამ (პედაგოგი რუსუდან გალდავა)
მოსწავლეთა პრეზენტაციებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ეროვნული იდენტობა მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა კი არ არის, არამედ ცოცხალი ცოდნა, რომელსაც ახალი თაობა სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და სიამაყით გადასცემს ერთმანეთს.
შეხვედრა იქცა სითბოთი, ცოდნითა და ურთიერთპატივისცემით სავსე სივრცედ, სადაც სიტყვამ გააერთიანა თაობები, სკოლები და იდეები — და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ განათლება იწყება ფესვების ცოდნით და მომავალში გრძელდება.

