სასკოლო ესკურსია
უნივერსიტეტში სწავლისას ერთ-ერთმა ლექტორმა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა გვასწავლა: “თეორიული ცოდნა, რომელიც პრაქტიკაში არ განხორციელდება დავიწყებისთვისაა განწირული”, სწორედ ეს ფრაზა ვაქციე ექსკურსიის მთავარ მიზნად.მეშვიდე კლასმა მთელი წლის განმავლობაში უამრავი ცოდნა დააგროვა: ბავშვებმა შეისწავლეს სხვადასხვა მწერლების ბიოგრაფიები და ნაწარმოებები, მეფეთა ცხოვრება და მათი მოღვაწეობა, და ა.შ ეს ყველაფერი კი აბსოლუტურად ნათელი გახდა გურიაში მოგზაურობისას, ჩვენ მოვინახულეთ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი, ერკეთის დედათა მონასტერი და ასევე უდაბნოს მონასტერი. ჩვენ ვიმოგზაურეთ წარსულში და გავაცოცხლეთ ისტორია.







