ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას გილოცავთ ბავშვებო, თქვენი სახით საოცარი ადამიანები შევიძინე მეგობრებად😊მინდა რომ ძალიან ბედნიერები და წარმატებულები იყოთ, თქვენს გვერდით მიგულეთ💜ანა მასწავლებელი
ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლემ გიორგი აბურჯანიამ მონაწილეობა მიიღო 26 მაისის ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ მარათონში და დაიკავა I ადგილი.ვულოცავთ მას და ვუსურვებთ კიდევ უამრავ წარმატებას.Giorgi Aburjania ❤️
26 მაისი-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე🇬🇪🇬🇪🇬🇪მუდამ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში გვეცხოვროს!
ჩვენი სკოლის მე-11 კლასები სტუმრობდნენ უნივერსიტეტს. მოისმინეს საინტერესო ლექცია მათემატიკის მიმართულებით.
8 მაისს სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი გასართობი ღონისძიება გეოგრაფიაში ,,აბა შემეჯიბრე”.ღონისძიებას ესწრებოდა რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი ელისო შურღაია.ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მე-7 კლასელების გუნდი ,,ცუნამი” და მე-8 კლასელების გუნდი ,,ეროზია”შეჯიბრის მიზანი იყო გეოგრაფიული ცოდნის შემოწმება და ინტერესის გაღვივება საგნის მიმართ.
მე-12 კლასელებთან ერთად მოვაწყვეთ შემეცნებითი გასართობი ესკურსია ქ.ფოთში.დაცულ ტერიტორიაში ვითევზავეთ.თევზაობა ანკესით-ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენება.
