„აი ია” მობრძანდა ნინო ქორჩილავა
ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელიც პატარა მოსწავლეებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა.
პატარებმა დიდი სიხარულით და აღტაცებით გაგვიზიარეს თავიანთი პირველი სასწავლო წარმატებები.
.მოსწავლეები გაეცნენ ,,ი” და ,,ა” ასობგერებს.
.ასო-ბგერებზე გაიხსენეს სიტყვები და დამარცვლეს ისინი.
.გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას.
.ნახეს ქართული ანიმაციური ფილმი ,,ბომბორა სწავლას იწყებს”. აღნიშნული აქტივობა თემატურად ერწყმოდა გაკვეთილს, რამაც ბავშვებში ინტერესი გააღვივა.
დღე სასიამოვნო ემოციებითა და პოზიტიური განწყობით დასრულდა, რომელიც პატარებისთვის ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებად დარჩება.
