ჩვენი სპორტსმენები
სენაკის სპორტის სასახლეში, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს 32-ე ჩემპიონატი კიკბოქსინგში. ჩემპიონატში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ლაშქარავამ და გიორგი აბურჯანიამ წარმატებით იასპარეზეს და დაიკავეს II საპრიზო ადგილი. ვულოცავთ მათ და სამომავლოდ ვუსურვებთ უამრავ წარმატებას მათ მიერ არჩეულ გზაზე.




