მოდელირებული საკრებულოს სხდომა
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, საბა ოდიშარიას ინიციატივით, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით მოდელირებული საკრებულოს სხდომები გრძელდება.
ამჯერად, სკოლა ,,პელაგონის” მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განხილულ იქნა, დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული საკითხები.
სხდომას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, ნიკოლოზ ქეცბაია ესწრებოდნენ.
მოდელირებული სხდომები, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით იმართება.


























